2022 წლის დეკემბერში გაიმართა FEMO(Fizmat Elementary Math Olimpiad), საერთაშორისო ოლიმპიადის მორიგი ტური, სადაც ჩვენმა მე-5 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ დევაძემ, პირველი ადგილი მოიპოვა.
ახალგაზრდა პოეტი, ცოტნე მაჭარაშვილი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. ცოტა ხნის წინ ლექსების კრებული გამოსცა, რომელიც ,,საბას” ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი. არქიმედეს სკოლაში მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი სკოლის შემოქმედებითი სახელოსნოს და ჟურნალისტთა კლუბის წევრები დაესწრნენ.
2021 წლის საქართველოს რობოტიკის ოლიმპიადაზე არქიმედეს სკოლიდან ორი გუნდი იყო წარდგენილი. ერთმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე გუნდმა მეორე ადგილი.
კომაროვის მათემატიკური ფესტივალი 2019, სადაც 90 სკოლა მონაწილეობდა, არქიმედეს სკოლის ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა. სხვადასხვა ასაკობივ კატეგორიაში გუნდებმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.
2019 წლის 13 აპრილს არქიმედეს სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკივა მათემატიკურ ჭიდილში, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა.