მისია

სკოლის უმთავრესი მისიაა,

უზრუნველყოს განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ამასთან ერთად:

ა) ტექნიკური განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცეს მაღალი ხარისხის პროფილური განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, აუმაღლოს მოტივაცია საინჟინრო–ტექნიკური დარგების შესწავლისადმი;

ბ) ადრეულ ასაკში გააცნოს მათ მეცნიერული მუშაობის მეთოდები და განუვითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

გ) დანერგოს უცხო ენების მაღალ დონეზე სწავლების პრაქტიკა, რის შედეგადაც მოსწავლეებს მიეცემათ სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის უცხოურ ენებზე გაცნობის შესაძლებლობა;

დ) ხელი შეუწყოს და მოამზადოს მოსწავლეები როგორც შრომით ბაზარზე დასაქმებისთვის,  ასევე საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის  გაგრძელებისათვის.