ქ.თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ #6
514 600 055
ქ.თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ #6
514 600 055
ArchimedeArchimede

LEGO EDUCATION

 

LEGO EDUCATION – არის LEGO-ს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის განათლების სისტემაში აქტიურად შემოვიდა.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტორული, მათემატიკური, პროგრამული, ინჟინრული და  კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარების გამომუშავებას.

თბილისის არქიმედეს სკოლაში 2016 წლიდან დაინერგა ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამები. მოსწავლეები გაეცნენ რობოტიკისა და დაპროგრამების საწყისებს.

LEGO Education-ის პროგრამა მოიცავს ასაწყობი რობოტების სხვადასხვა კომპლექტებს, რომლებიც შესაბამისი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა გათვლილი.  ესენია:  WEDO 2.0, EV3 და SPIKE.

LEGO WEDO 2.0 გათვილილია დაწყებითი კლასებისთვის და ორიენტირებულია ვიზუალურ და მოტორულ ეფექტურობაზე. იწყობა ვიზუალურად მიმზიდველი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ფუნქციურად საინტერესო რობოტები, რომელთა მამოძრავებელ პროგრამას მოსწავლეები მართავენ.

LEGO Mindstorm – EV3 – გაცილებით მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა სახის სენსორები და მოტორები. იგი გათვლილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პროგრამას, რომელსაც თავად მოსწავლეები ადგენენ, შეუძლია სივრცესა და დროში ორიენტირება, ფერების ამოცნობა, ასევე მრავალმხრივი მოძრაობების შესრულება. EV3-ის კომპლექტით იწყობა როგორც მოტორულად, ასევე სენსორულად ფუნქციური და დახვეწილი მოდელები.

LEGO Education – SPIKE – ეს მოდელი EV3 -ის გაუმჯობესებული ვერსიაა. მის მთავარ პროგრამულ ბლოკში ჩაშენებულია რამდენიმე სენსორი, რაც სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

2021 წლელს, საქართველოში პირველად ჩატარდა  რობოტიკის რეგიონალური ფინალი, სადაც თბილისის არქიმედეს სკოლა 2 გუნდით იყო წარდგენილი. ორივე გუნდმა საპრიზო, I და II ადგილი დაიკავა.

LEGO WEDO 2.0

 

LEGO Mindstorm – EV3

 

LEGO Education – SPIKE