ვებსტერის უნივერსიტეტის ესეების კონკურსი თემით – ,,გლობალური მოქალაქე” არქიმედეს სკოლის მოსწავლის, მარიამ ხიზანიშვილის გამარჯვებით დასრულდა!
127 აბიტურიენტს შორის ამოირჩა 6 მონაწილის საუკეთესო ესე, საიდანაც ორი მოსწავლე: ნიკოლოზ ჭითანავა და მარიამ ხიზანიშვილი, არქიმედელია
საუკეთესო ესეების ავტორები და გამარჯვებული გამოავლინა მოწვეულმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, ამერიკული საბჭოებიდან, Forbes Georgia-დან და ატლანტიკური საბჭოდან
გამარჯვებულ მარიამ ხიზანიშვილს გადაეცა 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და მისი ესე Forbes Georgia -ში გამოქვეყნდება
ვულოცავთ ამ წარმატებას ჩვენს საამაყო მოსწავლეებს!
ნაშრომი შესრულებული იყო ინგლისურ ენაზე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პედაგოგს, ინგა ქონიაშვილს, კონკურსში აქტიური ჩართულობისათვის.