არქიმედეს სკოლის მოსწავლე ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში

ნინო ბუქური ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან საკუთარი მომავლის დაგეგმვის მიზნით, წარმატებით ჩააბარა SAT Reasoning Test – ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ჩასაბარებელი სტანდარტიზებული გამოცდა, რომელიც მათემატიკას, კრიტიკულ წერასა და კითხვას მოიცავს.

უმაღლესი შეფასებიდან გამომდინარე, სათანადო აპლიკაციის შევსების შემდეგ, ნინოს შესაძლებლობა ექნება, თვითონ აირჩიოს უნივერსიტეტი, სადაც სწავლას გააგრძელებს.

უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალი კი ასეთია: ოქსფორდი, ჰარვარდი, მასაჩუსეტსი, კემბრიჯი, ჩიკაგო, პენსილვანია, პრისტონი, ბერკლი, კოლუმბია, ტოკიო, ტორონტო, კალიფორნია, იელი.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს!