- მარტი 3, 2021
- Posted by: Archimede
- Category: სიახლეები

♦️ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რომელიც ძირითადად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ტარდება.
♦️ სულ რამდენიმე წელია, რაც ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც ტარდება, რომელშიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას თბილისის არქიმედეს სკოლის მოსწავლეები და წარმატებას აღწევენ.
♦️ 2021 წლის 30 იანვარს ჩატარდა ჟაუტიკოვსკის III საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა (FEMO) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის, რომელიც განსხვავებულ, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მიუხედევად ამ გამოწვევისა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს, კიდევ ერთხელ მიეღწიათ წარმატებისთვის.
♦️თბილისის არქიმედეს სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ამ წარმატებას და მომდევნო ტურებში გამარჯვებას უსურვებს:
II კლასის მოსწავლე – შერვაშიძე დავითს (II ადგილი),
III კლასის მოსწავლეებს : დევაძე ნიკოლოზს (II ადგილი), ფარცვანია ალექსის (II ადგილი)
IV კლასის მოსწავლე – ბექაურ ვახტანგს (II ადგილი)
V კლასის მოსწავლე – მანელიძე დავითს (III ადგილი).