კლუბური მუშაობა

არაფორმალური განათლების ეფექტურობას არაერთი საერთაშორისო კვლევა აღიარებს, რადგან იგი გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილებების გამოვლენაზე, ქმნის პირობებს პრაქტიკული და ანალიტიკური, სისტემური აზროვნებისა და სოციალურ – თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის.

ფორმალურისაგან განსხვავებით, განათლების ამგვარი ფორმა არ არის ფოკუსირებული სახელმძღვანელოებსა და განმსაზღვრელ შეფასებებზე, ორიენტირებულია ათვისების პრაქტიკულ პროცესსა და კონკრეტულ მოთხოვნებზე.

სწორედ ამ მიზნით არქიმედეს სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგნობრივი კლუბები, სახელოვნებო წრეები თუ სპორტული სექციები, რომლებიც ქმნის შესაძლებლობას, თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მიდრეკილებები. თავისუფალ და კომფორტულ გარემოში მოსწავლეები თორიულ ცოდნასთან ერთად იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლობენ საშემსრულებლო შრომით დისციპლინას და თანამშრომლობას სოციუმთან. არაფორმალური განათლება ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს საკუთარი ინტერესები და დაგეგმოს პროფესიული მომავალი.

არქიმედეს სკოლაში კლუბური მუშაობა მიმდინარეობს ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სახელოვნებო, სპორტული და ინფორმაციული ტექნოლოგიების, რობოტიკის (Lego WeDo 2.0 და ev3 extention pack) მიმართულებით.

მოსწავლისათვის კლუბებში, წრეებსა თუ სექციებში ჩართულობა ნებაყოფლობითია. თითოეულს შეუძლია გაწევრიანდეს რამდენიმე კლუბში. კლუბური მუშაობისთვის გამოიყენება არასაგაკვეთილო დრო და წარიმართება წამახალისებელი, მოტივაციის ასამაღლებელი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით.

არქიმედეს სკოლაში ამჟამად ფუნქციონირებს რობოტიკის, მათემატიკის, ქიმიის, ეკონომიკის, ჭადრაკის წრეები, აგრეთვე შემოქმედებითი სახელოსნო, გამოყენებითი ხელოვნების სტუდია, ჟურნალისტთა კლუბი (http://archimedia.archimede.ge/) და დებატკლუბი.

თბილისის არქიმედეს სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები:

LEGO Education Wedo 2.0

კურსი WeDo  2.0 (ასაკი 6-11 წელი) – საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გარდაიქმნან ახალგაზდა მეცნიერებად, ინჟინრებად, მათემატიკოსებად და მწერლებად. მიცემული მასალების გამოყენებით მოსწალეებს საშუალება ეძლევათ ააგონ და დააპროგრამონ სამუშაო მოდელი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით და შემდეგ გამოიყენონ ეს მოდელი სხვადასხვა მიზნებით – სამუშაო თემისა და გაკვეთილის თემის მიხედვით: მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, მათემატიკასა და ენაში.

მოდელი აიგება Lego-ს კუბებისა და ელექტრული კომპონენტებისგან – განსხვავებული სენსორებით, ძრავებით, Bluetooth დისტანციური მართვით, USB-კონცენტრატორებით.

ასაკზე მორგებული გრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფა ბავშვებს იოლად გამოუმუშავებს პროგრამირებისა და ალგორითმიზების ჩვევებს,  სათამაშო რობოტი მოდელები, რომლებსაც ბავშვები თვითონ ააგებენ და დააპროგრამებენ, დაეხმარება მათ თამაშით, სახალისოდ აითვისონ საინფორმაციო ტექნოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ენის ძირითადი პრინციპები.

ჯგუფი შედგება 8 მოსწავლისაგან. მიმდინარეობს რეგისტრაცია ლინკზე