
სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი ჯგუფების შვიდი კათედრა:
ა) სახელმწიფო ენის კათედრა;
ბ) მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;
ე) უცხოური ენების კათედრა,
ვ) ესთეტიკური აღზრდისა და ფიზიკური აზღრდის კათედრა;
ზ) დაწყებითი კლასები კათედრა;
1. ზოგადი დებულებები
კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის დებულების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. კათედრის მიზნები და ამოცანები:
2.1 სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;
2.2 სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების ეფექტურად შერჩევა და დამტკიცება;
2.3 დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;
2.4 პედაგოგთა სასწავლო პროგრამის შეასაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან;
2.5 პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
2.6 პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
2.7 პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.
3. კათედრის წევრობა
3.1. შპს ,,თბილისის არქიმედეს სკოლის’’ მასწავლებლები ვალდებულნი არიან საგნობრივი ჯგუფის მიხედვით გაერთიანდნენ შესაბამის კათედრაში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე;
3.2. კათედრა იკრიბება პირველ სემესტრში ორჯერ (დასაწყისსა და დასასრულს), მეორე სემესტრში ორჯერ – სემესტრის შუაში და დასასრულს; კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
3.3. კათედრის რიგგარეშე სხდომის ჩატარება ხდება, საჭიროების შემთხვევაში კათერდის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით;
3.4 რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ გონივრული ვადით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით;
3.5 რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავმჯდომარეს.
4. კათედრის წევრის უფლებები და მოვალეობები
4.1. კათედრის წევრს უფლება აქვს:
4.1.1. აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;
4.1.2. კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;
4.1.3 შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
4.1.4 მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;
4.2. კათედრის წევრი ვალდებულია:
4.2.1. დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი: ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზი და ა.შ.);
4.2.2. მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევაში;
4.2.3. იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
4.2.4. მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;
4.2.5. იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.
5. კათედრის ფუნქციები
კათედრის ფუნქციებია:
5.1 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;
5.2 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
5.3 კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
5.4 საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
5.5 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
5.6 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;
5.7 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა.