შინაგანაწესი

შპს ,,თბილისის არქიმედეს სკოლის“ შინაგანაწესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების – შპს ,,თბილისის არქიმედეს სკოლის’’ (შემდგომში – „სკოლა“) შინაგანაწესი (შემდგომში – „შინაგანაწესი“) შემუშავებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არეგულირებს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას, მართვის პრინციპებსა და წესებს.
  2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
  3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
  5. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო;
  6. სკოლა ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებულს გააცნოს მოქმედი შინაგანაწესი;

7 .   შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

 

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

1.ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულების   საქმიანობის   ხელშეწყობა,   მისი   მისიის შესრულება და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა;

  1. სკოლაში დასაქმებულ   პირთა   შრომითი   და   მისი   თანმდევი   ურთიერთობების მოწესრიგება და კონტროლი;
  2. სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
  3. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
  4. სკოლაში სასწავლო    პროცესის    ნორმალურად    წარმართვისა    და    დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;
  5. სკოლაში დადგენილი  წესების  და  პირობების  შესახებ  დაინტერესებული  პირების ინფორმირება.

შინაგანაწესი ► თბილისის არქიმედეს სკოლა