- აპრილი 12, 2022
- Posted by: Archimede
- Category: სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

თბილისის არქიმედეს სკოლის IV(ა) და IV(ბ) კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა მთელი გულისყურით წაიკითხეს „სული-ჩიტი“ და „საშლელები“. წაკითხული ნაწარმოებების თავები თავიანთი ინტერპრეტაციით დააასათაურეს და დაურთეს ილუსტრაციები.
ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ, მწერალთან შეხვედრისა და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების სურვილი გაუჩნდათ. თამარ გეგეშიძესთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შთამბეჭდავი შეხვედრის შემდეგ, ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნის კითხვას მათთვის და მთელი მსოფლიოსთვის.