- ივლისი 6, 2021
- Posted by: Archimede
- Category: სიახლეები

კიდევ ერთ გამარჯვებას ვულოცავთ არქიმედელებს!
♦ამა წლის ივნისში პირველად გაიმართა მსოფლიო რობოტიკის 2021 წლის რეგიონალური ოლიმპიადია. ღონისძიების ოფიციალური ორგანიზატორია კომპანია იუჯი-ლიმეს რობოტიკის საერთაშორისო აკადემია.
♦2021 წლის მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის თემა იყო: PowerBots – The Future of Energy . კონკურსში მონაწილე გუნდებს რობოტის შესაქმნელად უნდა გამოეყენებინათ LEGO® MINDSTORMS® ნაწილები (NXT ან EV3). დამატებით კი მხოლოდ ფერის სენსორის გამოყენება შეეძლოთ.
♦ ოლიმპიადა იმართება ორ ტურად. თბილისის არქიმედეს სკოლიდან ასპარეზობდა ორი გუნდი ,,ევრიკა 1“ და ,,ევრიკა 2“ . გუნდებმა რეგიონალურ ტურში წარმატებით იასპარეზეს , ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და I- II ადგილები გაინაწილეს,
I ადგილი _ ,,ევრიკა 2“
II ადგილი _ ,,ევრიკა 1“
ყველა მონაწილეს ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და მსოფლიო ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობას ვუსურვებთ!