პირველკლასელთა წინასწარი რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისთვის

თბილისის არქიმედეს სკოლაში პირველკლასელთა მიღება მიმდინარეობს სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაცია;

მეორე ეტაპი – გასაუბრება  ბავშვთან და მშობელთან;

მესამე ეტაპი – შინაგანაწესის გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება;

გასაუბრებას უძღვებიან დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი და  იმავე საფეხურის ფსიქოლოგი.

გასაუბრების მიზანია, დაადგინოს პირველკლასელის სასკოლო მზაობა, კერძოდ:

  • ემოციური და სოციალური მზაობა;
  • მოტორული უნარები;
  • აღქმა;
  • მეტყველება;
  • მეხსიერება;
  • ლოგიკური აზროვნება;

ხელშეკრულების გასაფორმებლად მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ორი ფოტოსურათი 3|4
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
  • ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N100