კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
■ კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
თბილისის არქიმედეს სკოლაში მოქმედებს 4 საგნობრივი კათედრა:
►საზოგადოებრივი მეცნიერებების და სპორტის;
■ კათედრის ხემძღვანელი: ნინო ტაბატაძე
► მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების;
■ კათედრის ხელმძღვანელი: ირმა თიკანაძე
► უცხო ენების;
■ კათედრის ხელმძღვანელი: ქეთი ონიანი
► დაწყებითი კლასების და ესთეტიკური აღზრდის;
■ კათედრის ხელმძღვანელი: ნინო შიუკაშვილი