შინაგანაწესი

 შპს „თბილისის არქიმედეს სკოლის“

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი  

თავი I. ზოგადი დებულებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - შპს ,,თბილისის არქიმედეს სკოლის“
(შემდგომში - „სკოლა“) შინაგანაწესი (შემდგომში - „შინაგანაწესი“) შემუშავებულია
ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არეგულირებს სკოლის საგანმანათლებლო
საქმიანობას, მართვის პრინციპებსა და წესებს,
2. შინაგანაწესი თანაბრად ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და
მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად;
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება ამ
შინაგანაწესით დადგენილი ზომები;
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
5. შინაგანაწესი განსაზღვრავს:
5.1. სამუშაო კვირის ხანგრძლოვობას, სამუშაო და დასვენების დროს;
5.2. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმებს და ფარგლებს;
5.3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობას;
5.4. შვებულების ხანგრძლივობა
, მიცემის წესა და შრომითი ურთიერთობის
შეჩერება
ს;
5.5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
/საბოლოო ანგარიშსწორებას;
5.6. წახა
ლისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობას;
5.7. დისციპლინური წარმოების წესს;
5.8. დისციპლინური წარმოების სახეებს;
5.9. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
5.10. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგად ინსტრუქციებს;
5.11. განცხადების/საჩივრის განხილვას;
5.12. დასკვნითი დებულებებს.

6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

სრულად (PDF ფაილად)...