წრეები

თბილისის არქიმედეს სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები:

LEGO Education Wedo 2.0

კურსი WeDo  2.0 (ასაკი 6-11 წელი) - საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გარდაიქმნან ახალგაზდა მეცნიერებად, ინჟინრებად, მათემატიკოსებად და მწერლებად. მიცემული მასალების გამოყენებით მოსწალეებს საშუალება ეძლევათ ააგონ და დააპროგრამონ სამუშაო მოდელი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით და შემდეგ გამოიყენონ ეს მოდელი სხვადასხვა მიზნებით - სამუშაო თემისა და გაკვეთილის თემის მიხედვით: მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, მათემატიკასა და ენაში.

მოდელი აიგება Lego-ს კუბებისა და ელექტრული კომპონენტებისგან - განსხვავებული სენსორებით, ძრავებით, Bluetooth დისტანციური მართვით, USB-კონცენტრატორებით.

ასაკზე მორგებული გრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფა ბავშვებს იოლად გამოუმუშავებს პროგრამირებისა და ალგორითმიზების ჩვევებს,  სათამაშო რობოტი მოდელები, რომლებსაც ბავშვები თვითონ ააგებენ და დააპროგრამებენ, დაეხმარება მათ თამაშით, სახალისოდ აითვისონ საინფორმაციო ტექნოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ენის ძირითადი პრინციპები.

ჯგუფი შედგება 8 მოსწავლისაგან. მიმდინარეობს რეგისტრაცია ლინკზე