მისია

 სკოლის უმთავრესი მისიაა,

ზრუნველყოს განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ამასთან ერთად:

) ტექნიკური განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცეს მაღალი ხარისხის პროფილური განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, აუმაღლოს მოტივაცია საინჟინროტექნიკური დარგების შესწავლისადმი;

 ) ადრეულ ასაკში გააცნოს მათ მეცნიერული მუშაობის მეთოდები და განუვითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

) დანერგოს უცხო ენების მაღალ დონეზე სწავლების პრაქტიკა, რის შედეგადაც მოსწავლეებს მიეცემათ სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის უცხოურ ენებზე გაცნობის შესაძლებლობა;

) ხელი შეუწყოს და მოამზადოს მოსწავლეები როგორც შრომით ბაზარზე დასაქმებისთვის,  ასევე საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის  გაგრძელებისათვის.